ისტორია – საერთაშორისო სამართლის გამოწვევა

1632377002017 წლის დეკემბერში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ოფიციალურად აღიარა ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად. აღნიშნული გადაწყვეტილება პრობლემური იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის არსებობს ტერიტორიული დავა იერუსალიმის შესახებ, არამედ იმიტომაც, რომ ისრაელი იერუსალიმის ფლობასა და დედაქალაქად გამოცხადებას ისტორიული სამართლიანობის კუთხით განიხილავს.

საერთაშორისო სამართალი ისტორიას, როგორც სამართლებრივი დავის გადაწყვეტის წყაროს არ აღიარებს. როდესაც სერბეთი კოსოვოს სტატუსის შესახებ მიუთითებდა რომ, კოსოვო იყო სერბეთის ისტორიულად განუყოფელი ნაწილი, ამის საპასუხოდ გაკეთდა განცხადებები, რომ ისტორია, ვერ განიხილებოდა საერთაშორისო დავის გადაწყვეტის საგნად. მაგრამ რატომ? Continue reading “ისტორია – საერთაშორისო სამართლის გამოწვევა”

ბიზნესის განვითარების პირობები

praxis-ii-business-education-test_118084_largeრა არის საჭირო ბიზნესის განვითარებისათვის? შეგვიძლია სამი ძირითადი პირობა გამოვყოთ და გავაანალიზოთ.

მოსახლეობის რაოდენობა – მოსახლეობა წარმოადგენს პოტენციურ მყიდველს. იქ, სადაც ადამიანთა სიმრავლეა არსებობს საჭიროების ხარისხის მაღალი დონე. შესაძლოა მოსახლეობა არ მდიდარი და მაღალმსყიდველუნარიანი, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ცალკეული, შედარებით ხელმისაწვდომი პროდუქციის გასაღების დიდი მაჩვენებელი. ინდოეთი, რომლის მოსახლეობაც მილიარდს აჭარბებს, საერთო ჯამში არ არის მდიდარი სახელწიფო. Continue reading “ბიზნესის განვითარების პირობები”

შუა საუკუნეების უნივერსიტეტის ცხოვრება

oxfordშუა საუკუნეების ევროპაში უნივერსიტეტებმა ჩამოყალიბებ მე-11 საუკუნის ბოლოდან დაიწყო. უპირველესი უნივერსიტეტები იყო ბოლონიის (1088 წელი), პარიზის (1151) და ოქსფორდის (1167). მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის მსგავსი სასწავლო დაწესებულებები მანამდეც არსებობდა, მათი უნივერსიტეტად გარდაქმნას რამდენიმე ასეული წელიწადი დასჭირდა.

არსებობდა საუნივერსიტეტო ფუნქციონირების სამი განსხვავებული მიდგომა:

Continue reading “შუა საუკუნეების უნივერსიტეტის ცხოვრება”

საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი (1914-1918)

Tiflisპირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გერმანიის იმპერია გეგმავდა რუსეთის იმპერიის დაშლასა და ერ-სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას, რომელთაც პროგერმანული ვექტორი ექნებოდათ არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ოსმალეთი ამ იდეას მოწონებით შეხვდა, საბოლოოდ მაინც ფრთხილად ეკიდებოდა, რადგან აღნიშნული მიზნები, შესაძლოა თავად სტამბულის ინტერესების საწინააღმდეგო ყოფილიყო.

ომის დაწყების თანავე საქართველოში ხდება რამდენიმე ფაქტი:

– ხდება გერმანულენოვანი მოსახლეობის მაქსიმალური დაკვირვება-შევიწროვება;
– იხურება ერთადერთი გერმანულენოვანი გაზეთი “კაუკაზიშე პოსტ”;
– იჩხრიკება გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის საკონსულოები;
– კავკასიის მუზეუმში მომუშავე გერმანულენოვან თანამშრომლებზე ხორციელდება წნეხი და დაკვირვება; Continue reading “საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი (1914-1918)”

საერთაშორისო პოლიტიკის მიდგომები

16მეოცე საუკუნის ბოლოდან დასავლურ სამყაროში (განსაკუთრებულად კი აშშ-ში) ჩამოყალიბდა ოთხი, ძალიან კარგად გამოკვეთილი საერთაშორისო პოლიტიკის მიდგომა და კურსი, რომელიც თავისი არსით ურთიერთგანსხვავებულია. გამოვყოთ თითოეული მათგანი:

იზოლაციონიზმი – საერთაშორისო პოლიტიკის ისეთ მიდგომას, რომლის პერიოდშიც სახელმწიფო ინარჩუნებს ძირითადად ნეიტრალიტეტს, არ წარმოადგენს აქტიურ მოთამაშეს საერთაშორისო მასშტაბით და მხოლოდ რეგიონის მასშტაბით ახორციელებს თავის ინტერესებს შეიძლება იზოლაციონისტური კურსის გამტარებელი ვუწოდოთ. ისინი სხვა სახელმწიფოთა ომებში ჩაბმისაგან Continue reading “საერთაშორისო პოლიტიკის მიდგომები”

რესპუბლიკანიზმი და დემოკრატია

220px-Reproduction-of-the-1805-Rembrandt-Peale-painting-of-Thomas-Jefferson-New-York-Historical-Society_1ყველასათვის კარგადაა ნაცნობი, რომ აშშ არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძე და ფუნდამენტი მთელს მსოფლიოში, თუმცა რეალობა ოდნავ განსხვავებულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აშშ თავისი სახელმწიფო და სისტემური მოწყობით არის რესპუბლიკა, რაც დემოკრატიის პირვანდელი გაგებისაგან განსხვავდება.

დემოკრატიის პირობები ორი შესაძლებლობა არსებობს: მოსახლეობა უშუალოდ ირჩევს რაიმე კურსს, გადაწყვეტილებას, კანონს და აკონტროლებს მის აღსრულებას. ამ პროცესს პირდაპირი დემოკრატია ეწოდება და მისი გავრცელების არეალი საკმაოდ შეზღუდულია და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოთაგან შვეიცარიის კანტონების მიღმა იშვიათად გვხვდება. მისი არსებობა დაკავშირებულია უფრო მეტად ძველ საბერძნეთთან, სადაც მცირე ქალაქების სრულწლოვანი მოსახლეობის მამრობითი სქესი ერთიან შეკრებებზე, კენჭისყრის წესით ირჩევდა ან უარყოფდა რაიმე კანონს, წესს, დადგენილებას.  Continue reading “რესპუბლიკანიზმი და დემოკრატია”

თვითმკვლელობა და მისი ტიპები

Sucide_rate
თვითმკვლელობის მაჩვენებელი მსოფლიოში

თვითმკვლელობა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ძალიან კერძო და ინდივიდუალურ აქტს წარმოადგენს დიდი ხნის განმავლობაში იყო შესწავლისა და კვლევის საგანი. ამ საკითხის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მკვლევარი ემილ დიურკჰაიმი იყო. იგი ამტკიცებდა რომ ადამიენები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ნაკლებად მიმართავენ სუიციდს, ვიდრე დაუოჯახებელი და უშვილო ადამიანები, ისევე როგორც ომის დროს თვითმკველობების საერთო მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა, ვიდრე მშვიდობიანობის დროს. საინტერესოა ისიც, რომ თვითმკვლელობას ხშირ შემთხვევაში სერიოზული ცვლილებები უძვღვის არამხოლოდ ინდივიდის კერძო ცხოვრებაში, არამედ თავად საზოგადოებაში. მეცნიერი უკავშირებდა ადამიანის თვითმკვლელობას მის აღმსარებლობასთან და ამბობდა, რომ კათოლიციზმში სუიციდის მაჩვენებელი ნაკლები იყო, ვიდრერ პროტესტანტიზმში, თუმცაღა ამის მიზეზად არა რელიგიური რწმენის არსებობა/არარსებობა იყო არამედ ის ფაქტი, რომ კათოლიციზმში სოციალური ურთიერთობები უფრო ღრმაა და მაღალ დონეზეა აყვანილი, ვიდრე პროტესტანტულ საზოგადოებებში.  Continue reading “თვითმკვლელობა და მისი ტიპები”

კლიმატი და პოლიტიკა

800px-Pieter_Bruegel_the_Elder_-_Hunters_in_the_Snow_(Winter)_-_Google_Art_Projectისტორიული მონაცემები ცხადჰყოფენ, რომ 900-1300 წლებში ტემპერატურა საკმაოდ თბილი იყო, რამაც მოსავლის სიჭარბე და მოსახლეობის ზრდა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსნული ლაშქრობები მიდიოდა ევროპაში შედარებით სიმშვიდე და სტაბილურობა სუფევდა.
Continue reading “კლიმატი და პოლიტიკა”

კარგი მთავრობის ცნება

ცნება კარგი მთავრობა საკამოდ მრავალფეროვანი თუმცა ამასთანავე მარტივი კონცეპტების ერთობლიობაა და მთლიანად დაკავშირებულია ყოველდღიურ რეალობასთან, მაგრამ სანამ განვიხილავდეთ შემადგენელ პრინციპებსა და ნორმებს აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობა უნდა იყოს ლეგიტიმური, ანუ ხალხის მიერ ძალაუფლებით აღჭურვილი და კანონის ფარგლებით შეზღუდული.

გარდა ზემოთ მოცემულობისა კარგი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მოწოდებული იმაზე, რომ:

1. დაიცვას ადამიანის უფლებები – შრომის, საკუთრების, გადაადგილების, გამოხატვის და სხვა;

2. გააუმჯობესოს საზოგადოებრივი სიკეთეები – ტრანსპორტი, კეთილმოწყობა, გზები, საჯარო სკოლები და სხვა; აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მთავრობა ეფექტურად უნდა უწყობდეს ხელს ადამიანთა დასაქმებას, რაც გულისმობს დამსაქმებელთა ხელშეწყობასა და დაუსაქმებელთათვის სამსახურის მოძიებას;

3. უზრუნველყოს უსაფრთხოება – შიდა და გარე სტაბილურობის მიღწევა და თავდაცვა;

4. მოახერხოს ძალაუფლების დივერსიფიკაცია და გადანაწილება;

მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს და აუმჯობესებს ცხოვრების ყოველდღიურ სტანდარტებს, ღიაა ახალი იდეებისა და შეხედულებებისათვის, იცავს საკუთრებასა და ცდილობს საზოადგეობის სხვადასხვა ფენაში გადაანაწილოს ძალაულება, არ არის ძალიან დიდი და რთულად მექანიზირებული ბიუროკრატიული აპარატი, ხელს უწყობს ადამიანთა შრომასა და იცავს მოქალაქეთა კერძო საკუთრებას – წარმოადგენს კარგ მთავრობას.

გერმანული შრომითი კულტურის საიდუმლო

la-ol-vw-unions-uaw-republicans-crony-capitali-001არსებობს შეხედულება, რომ გერმანულენოვანი სახელმწიფოები (გერმანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, შვეიცარია) უფრო მცირე დროის განმავლობაში, მაგრამ უფრო ნაყოფიერად მუშაობენ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც შედარებით დიდ დროს უთმობენ დღიურ შრომას, მაგრამ ნაკლებ ეფექურები არიან. აღნიშნული შეხედულება რა თქმა უნდა განზოგადებულია და არ ეხება არც ყველა კორპორაციას და არც ყველა ინდივიდს მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამ ზოგად ტენდენციაში არსებობს ის, რაც ნამდვილად ხელს უწყობს სამუშაოს ეფექტურად წარმართაში მცირე დროის განმავლობაში.  Continue reading “გერმანული შრომითი კულტურის საიდუმლო”