ბიზნესის განვითარების პირობები

praxis-ii-business-education-test_118084_largeრა არის საჭირო ბიზნესის განვითარებისათვის? შეგვიძლია სამი ძირითადი პირობა გამოვყოთ და გავაანალიზოთ.

მოსახლეობის რაოდენობა – მოსახლეობა წარმოადგენს პოტენციურ მყიდველს. იქ, სადაც ადამიანთა სიმრავლეა არსებობს საჭიროების ხარისხის მაღალი დონე. შესაძლოა მოსახლეობა არ მდიდარი და მაღალმსყიდველუნარიანი, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ცალკეული, შედარებით ხელმისაწვდომი პროდუქციის გასაღების დიდი მაჩვენებელი. ინდოეთი, რომლის მოსახლეობაც მილიარდს აჭარბებს, საერთო ჯამში არ არის მდიდარი სახელწიფო. Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი

შუა საუკუნეების უნივერსიტეტის ცხოვრება

oxfordშუა საუკუნეების ევროპაში უნივერსიტეტებმა ჩამოყალიბებ მე-11 საუკუნის ბოლოდან დაიწყო. უპირველესი უნივერსიტეტები იყო ბოლონიის (1088 წელი), პარიზის (1151) და ოქსფორდის (1167). მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის მსგავსი სასწავლო დაწესებულებები მანამდეც არსებობდა, მათი უნივერსიტეტად გარდაქმნას რამდენიმე ასეული წელიწადი დასჭირდა.

არსებობდა საუნივერსიტეტო ფუნქციონირების სამი განსხვავებული მიდგომა:

Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი

საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი (1914-1918)

Tiflisპირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გერმანიის იმპერია გეგმავდა რუსეთის იმპერიის დაშლასა და ერ-სახელმწიფოებად ჩამოყალიბებას, რომელთაც პროგერმანული ვექტორი ექნებოდათ არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ოსმალეთი ამ იდეას მოწონებით შეხვდა, საბოლოოდ მაინც ფრთხილად ეკიდებოდა, რადგან აღნიშნული მიზნები, შესაძლოა თავად სტამბულის ინტერესების საწინააღმდეგო ყოფილიყო.

ომის დაწყების თანავე საქართველოში ხდება რამდენიმე ფაქტი:

– ხდება გერმანულენოვანი მოსახლეობის მაქსიმალური დაკვირვება-შევიწროვება;
– იხურება ერთადერთი გერმანულენოვანი გაზეთი “კაუკაზიშე პოსტ”;
– იჩხრიკება გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის საკონსულოები;
– კავკასიის მუზეუმში მომუშავე გერმანულენოვან თანამშრომლებზე ხორციელდება წნეხი და დაკვირვება; Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი

საერთაშორისო პოლიტიკის მიდგომები

16მეოცე საუკუნის ბოლოდან დასავლურ სამყაროში (განსაკუთრებულად კი აშშ-ში) ჩამოყალიბდა ოთხი, ძალიან კარგად გამოკვეთილი საერთაშორისო პოლიტიკის მიდგომა და კურსი, რომელიც თავისი არსით ურთიერთგანსხვავებულია. გამოვყოთ თითოეული მათგანი:

იზოლაციონიზმი – საერთაშორისო პოლიტიკის ისეთ მიდგომას, რომლის პერიოდშიც სახელმწიფო ინარჩუნებს ძირითადად ნეიტრალიტეტს, არ წარმოადგენს აქტიურ მოთამაშეს საერთაშორისო მასშტაბით და მხოლოდ რეგიონის მასშტაბით ახორციელებს თავის ინტერესებს შეიძლება იზოლაციონისტური კურსის გამტარებელი ვუწოდოთ. ისინი სხვა სახელმწიფოთა ომებში ჩაბმისაგან Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი

რესპუბლიკანიზმი და დემოკრატია

220px-Reproduction-of-the-1805-Rembrandt-Peale-painting-of-Thomas-Jefferson-New-York-Historical-Society_1ყველასათვის კარგადაა ნაცნობი, რომ აშშ არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძე და ფუნდამენტი მთელს მსოფლიოში, თუმცა რეალობა ოდნავ განსხვავებულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აშშ თავისი სახელმწიფო და სისტემური მოწყობით არის რესპუბლიკა, რაც დემოკრატიის პირვანდელი გაგებისაგან განსხვავდება.

დემოკრატიის პირობები ორი შესაძლებლობა არსებობს: მოსახლეობა უშუალოდ ირჩევს რაიმე კურსს, გადაწყვეტილებას, კანონს და აკონტროლებს მის აღსრულებას. ამ პროცესს პირდაპირი დემოკრატია ეწოდება და მისი გავრცელების არეალი საკმაოდ შეზღუდულია და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოთაგან შვეიცარიის კანტონების მიღმა იშვიათად გვხვდება. მისი არსებობა დაკავშირებულია უფრო მეტად ძველ საბერძნეთთან, სადაც მცირე ქალაქების სრულწლოვანი მოსახლეობის მამრობითი სქესი ერთიან შეკრებებზე, კენჭისყრის წესით ირჩევდა ან უარყოფდა რაიმე კანონს, წესს, დადგენილებას.  Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი

თვითმკვლელობა და მისი ტიპები

Sucide_rate

თვითმკვლელობის მაჩვენებელი მსოფლიოში

თვითმკვლელობა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ძალიან კერძო და ინდივიდუალურ აქტს წარმოადგენს დიდი ხნის განმავლობაში იყო შესწავლისა და კვლევის საგანი. ამ საკითხის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მკვლევარი ემილ დიურკჰაიმი იყო. იგი ამტკიცებდა რომ ადამიენები, რომლებსაც ჰყავთ შვილები ნაკლებად მიმართავენ სუიციდს, ვიდრე დაუოჯახებელი და უშვილო ადამიანები, ისევე როგორც ომის დროს თვითმკველობების საერთო მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა, ვიდრე მშვიდობიანობის დროს. საინტერესოა ისიც, რომ თვითმკვლელობას ხშირ შემთხვევაში სერიოზული ცვლილებები უძვღვის არამხოლოდ ინდივიდის კერძო ცხოვრებაში, არამედ თავად საზოგადოებაში. მეცნიერი უკავშირებდა ადამიანის თვითმკვლელობას მის აღმსარებლობასთან და ამბობდა, რომ კათოლიციზმში სუიციდის მაჩვენებელი ნაკლები იყო, ვიდრერ პროტესტანტიზმში, თუმცაღა ამის მიზეზად არა რელიგიური რწმენის არსებობა/არარსებობა იყო არამედ ის ფაქტი, რომ კათოლიციზმში სოციალური ურთიერთობები უფრო ღრმაა და მაღალ დონეზეა აყვანილი, ვიდრე პროტესტანტულ საზოგადოებებში.  Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი

კლიმატი და პოლიტიკა

800px-Pieter_Bruegel_the_Elder_-_Hunters_in_the_Snow_(Winter)_-_Google_Art_Projectისტორიული მონაცემები ცხადჰყოფენ, რომ 900-1300 წლებში ტემპერატურა საკმაოდ თბილი იყო, რამაც მოსავლის სიჭარბე და მოსახლეობის ზრდა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსნული ლაშქრობები მიდიოდა ევროპაში შედარებით სიმშვიდე და სტაბილურობა სუფევდა.
Read the rest of this entry »

დატოვე კომენტარი