პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები

 elections-usa-2008 პოლიტიკური არჩევანი თავის თავში საკამოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტლების მიღებას გულისხმობს, რაზეც თავისმხრივ მარავალი გარემეოება ზემოქმედებს. მათ შორის აღსანიშნავია რამდენიმე ძირეული ფაქტორი: პარტიული მიკუთვნებულობა და კოგნიტური დისონანსი, ინფორმაციულობა და ინფორმაციის რაობა, პირადი ეკონომიკური ანალიზი, პოლიტიკური კულტურა და გარემო. თითოეული მათგანი თანმიმდევრულად განვიხილოთ.

პარტიული მიკუთვნებულობა და კოგნიტური დისონანსი – ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველი დროთა განმავლობაში იწყებს პოლიტიკურ მიკუთვნებულობას პარტიის მიმართ, რა დროსაც უვითარდება გარკვეული რწმენა რომ პარტია და პარტიული იდეოლოგია არ შეიძლება ცდებოდეს. მაგრამ თუ მაინც პარტია უშვებს ისეთ შეცდომას, რაც მისი კერძო რწმენისათვის შეუსაბამოა ჩნდება კოგნიტური დისონანსი, ერთგვარი შინაგანი კონფლქიტი, რა დროსაც ან პარტიის წევრი იცვლის პარტიისადმი დამოკიდებულებას (შედარებით იშვიათად) ან ამართლებს პარტიის შეცდომას და აწერს მას გარე ფაქტორებს ან საერთოდ იშორებს არსებულ ნეგატიურ ინფორმაციას (ე.წ. ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში), რა შემთხვევაშიც მცირდება ან ქრება დისონანსი. Continue reading “პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობები”